LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, გიორგი კვირიკაშვილი რომელს გიბლოკავდათ? – გიგა ბოკერი მამუკა ბახტაძეს

45

„თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, გიორგი კვირიკაშვილი რომელს გიბლოკავდათ?“ – კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

„ბატონო მამუკა, თქვენი ახალი პროგრამა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ იქ მოტანილი იდეების უმრავლესობა ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან ვფიქრობთ, რომ ლოზუნგად დარჩება.

მე ერთი კითხვა მაქვს – ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?! რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას,“ – მიმართა ბოკერიამ მამუკა ბახტაძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები