LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: „სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება და ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი დღევანდელი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია“

122
bokeria

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ „პოსტს“ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ფეისბუქზე ეხმაურება.

„სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება და ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი დღევანდელი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვყავს მმართველი გუნდი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საკუთარ პოსტში ათას სისულელეს წერს და ამ საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს.

ღარიბაშვილი ამაყობს იმით, რომ სტალინი ქართველი იყო, ივანიშვილი ამბობს, რომ მის ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ, საპატრიარქო, როგორც მინიმუმ, მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს და ისინი, ვინც ეს ხატი შესწირეს ეკლესიას, ღიად პუტინისტური პოლიტიკის გამტარებლები არიან.

ეს ხატიც სწორედ ამ კონტექსტში შესწირეს, სტალინის განდიდებისთვის და არა მისი როგორც ბოროტებად წარმოსაჩენად. ამავდროულად, ოპოზიციაშიც კი „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციები არ დაუფიქსირებიათ და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

შალვა პაპუაშვილის წერილში აღნიშნულია, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამასთან, წერილში პაპუაშვილი აღნიშნავს: „რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“, „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს“.

„სამებაში მომხდარმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია“ – უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები