LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია მოედანზე: მეკარე თანაგუნდელს შეეჯახა და გარდაიცვალა (ვიდეო)

82

 

საშინელი ფაქტი დაფიქსირდა ინდონეზიის ჩემპიონატში: „პერსელას“ მეკარე ჩოირულ ჰუდა თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით მეკარემ თავისა და კისრის რამდენიმე ტრავმა მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინდონეზიის ჩემპიონატში “პერსელა” ეთამაშებოდა “სემენ პადანგს”. 45-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა “პერსელას” მცველი რამონ როდრიგესი თანაგუნდელ მეკარეს შეეჯახა. ვიდეოში ჩანს, რომ მეკარეს ეჯახება მეტოქე გუნდის თავდამსხმელი მარსელ საკრამენტოც.
38 წლის მეკარემ გონება დაკარგა.

თამაში გაგრძელდა და დასრულდა კიდეც “პერსელას” გამარჯვებით – 2:0.

მეკარე ჰუდა “პერსელას” ლეგენდა გახლდათ. ის 1999 წლიდან თამაშობდა ამ გუნდში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები