LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თრიალეთის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

92

გუშინ თრიალეთის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს.  პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები