LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ იტალიას მოვუგეთ… საქართველოს ექვსი ერის კარს უღებენ

87

ლოს ანჯელესში გამართულ „მსოფლიოს რაგბის“ საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები 2018 წლის ნოემბრის ტესტ შეხვედრას სავარაუდოდ სტუმრად იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ბრიტანულ მედიაში ბრიტანეთის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის სტივენ ბრაუნის კომენტარი გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ თუ საქართველოს ნაკრები მომავალ ტესტ შეხვედრაში იტალიის გუნდის დამარცხებას შეძლებს, მაშინ შესაძლოა, ექვსი ერის გათამაშებაზე საქართველოსთვის კარი გაიღოს.

„სამყარო იცვლება და ჩვენ გულშემატკივარს სიახლეების ხილვის შესაძლებლობა უნდა მივცეთ”, – ამბობს ბრიტანეთის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ბრაუნი და დასძენს, რომ გათამაშების ფორმატის შეცვლის შესახებ საუბარი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები