LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოთარ აბესაძე კარგად არ იქნება, სასამართლო პროცესები ვერ წარიმართება – ადვოკატი

77

ოთარ აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა, რასაც ექსპერტიზის შუალედური დასკვნაც მომწმობს. რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, ადვოკატის თქმით, პაციენტს კვლევები ჯერ კიდევ უტარდება და საბოლოო დასკვნა ამის გამო არ არსებობს.

მისივე თქმით, განცხადებაში, რომელიც ოთარ აბესაძის სახელით წარმოდგენილი იყო საბადრაგო სამსახურის მიერ, აღნიშნული იყო, რომ დღევანდელ სხდომაზე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებოდა და ის ენდობოდა ადვოკატებს.

“ეს ჩვენთვის იყო სიურპრიზი. ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე დღის წინ და კითხვებზეც კი ვიყავით შეთანხმებული, მოწმეები რომ მოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევხვდებით ოთარ აბესაძეს. თუკი მას არ ექნება სურვილი არ დაესწროს პროცესს, ეს მისი უფლებაა. ამჟამად ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მას აქვს პროცესში აქტიურად მონაწილეობის სურვილი”, – განაცხადა ჭკადუამ.

მისივე განცხადებით, თუკი ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნება კარგი, სასამართლო პროცესები ვერ წარიმართება.

“როდესაც ადამიანს გააჩნია მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა, ის არის არაადეკვატური და არ შეიძლება დავყრდნობოდით მხოლოდ და მხოლოდ ამ განცხადებას. ასევე მოსამართლემ მოუწოდა დაცვის მხარეს, ნუ აფიქრებინებს სასამართლოს, რომ ჩვენ გვსურს საქმის გაჭიანურება. ეს ასე ნამდვილად არ არის. ოთარ აბესაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩქარება მისი საქმის განხილვა, მაგრამ უპირველესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუკი ის არ იქნება კარგად, ვერც პროცესები ვერ წარიმართება”, – განაცხადა აბესაძის ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები