LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუმანიშვილის „მეფე ლირი“ საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება

340

2017 წლის ბეერ-შევას ფესტივალის სტუმარია თუმანიშვილის თეატრის „მეფე ლირი“ (რეჟისორი ზურაბ გეწაძე), რომელიც ნეგევის დედაქალაქმა სამხრეთ ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში მიიპატიჟა.

2 სექტემბერს, 2017 წლის საუკეთესო მსახიობი ზურა ყიფშიძე შექსპირის ყველაზე ფილოსოფიურ და მისტიურ ტრაგედიას ითამაშებს.

თუმანიშვილის თეატრის დასი ასევე მიპატიჟებულია იერუსალიმში, წმინდა მიწაზე მოსალოცად.

ბეერ-შევას საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი ისრაელში, ქვეყნის სამხრეთის კულტურ კერას და ყველაზე დიდ სახელოვნებო მოვლენას წარმოადგენს. ბერ შევას ფესტივალი ტრადიციულად 70-მდე ღონისძიებით, 230-მდე საერთაშორისო ხელოვანისთვის იშვიათ დღესასწაულს ქმნის ძველი ქალაქის უნიკალურ ინფრასტრუქტურაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები