LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში აგროტურისტული ფესტივალი გაიმართება

125
აგროტურიზმის-განვითარება-საქართველოში-768x427

ამბროლაური 26 ნოემბერს „აგროტურისტული ფესტივალი 2021″-ს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ტყიბულის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან 100-მდე ფერმერის ადგილობრივი პროდუქტები, როგორებიცაა: ღვინო, თაფლი, ლორი, ყველი, კარტოფილი, ჩაი და ა.შ.

ღონისძიების ორგანიზატორია „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია”. ფესტივალის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმრო და სარესტორნო სექტორსა და აგრომწარმოებლებს შორის საბაზრო კავშირების დამყარება და აგროტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროების ცნობიერების ამაღლება / პოპულარიზაცია.

ცნობისთვის, ფესტივალი ღია სივრცეში, ამბროლაურის მუნიციპლაიტეტის ცენტრალურ სკვერში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები