LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა

90

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. ამის შესახებ თურქეთის საარჩევნო კომისიაში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედმა მეთაურმა ხმათა 52%-ზე მეტი მიიღო, მისმა ძირითადმა კონკურენტმა კი მხოლოდ 30%.

„24 ივნისის არჩევნებზე დემოკრატიამ გაიმარჯვა,“ – ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომელმაც თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა.

გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერდოღანმა პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის დღე და ღამე იმუშავებს.

„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გავიგეთ ჩვენი მოქალაქეების მესიჯები. დარწმუნებულნი იყავით, ჩვენ გამოვასწორებთ ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს. დღეიდან ჩვენ მუშაობას შევუდგებით და ჩვენი ერისთვის მიცემულ დაპირებებს შევასრულებთ,“ – განაცხადა ერდოღანმა თავის წინასაარჩევნო შტაბში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, თურქეთი განაგრძობს ბრძოლას ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

„ჩვენ გავათავისუფლებთ სირიის ტერიტორიებს ტერორისტებისგან, რათა სირიელებმა შეძლონ იქ დაბრუნება. ამგვარი პოლიტიკა გააუმჯობესებს და გააძლიერებს თურქეთის პოზიციებს საერთაშორისო არენაზე,“ – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

გუშინ თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, ხოლო მისმა პარტიამ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ – 42,5%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები