LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ნაბიჯი მძიმე დარტყმაა რეგიონის სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის: ერდოღანი

164
ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსული სამხედრო მოქმედება მიუღებელია.

ერდოღანის განცხადებით, რუსეთის ეს ნაბიჯი, თურქეთის საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოა და ის რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მძიმე დარტყმაა.

„მე ვაცხადებ, რომ მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

პარალელურად, განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია.

თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის შეჭრა არის არამხოლოდ მინსკის შეთანხმების განადგურება, არამედ ასევე არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევა და საფრთხეს უქმნის რეგიონის და მსოფლიოს უსაფრთხოებას.

„თურქეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, ეწინააღმდეგება იარაღის საშუალებით საზღვრების შეცვლას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ეს უსამართლო და უკანონო ქმედება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები