LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა იდლიბიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა გაიყვანა

78

თურქეთმა იდლიბიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა გაიყვანა. ამ ქმედებით ანკარამ სირიის პროვინციაში დეესკალაციის ზონის დაწესება დაადასტურა. ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს.

ეს გეგმა ცოტა ხნის წინ, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას დაისახა. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, იდლიბიდან გაიყვანონ ტანკები, სარაკეტო სისტემები და ნაღმმტყორცნელები.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები იდლიბში 20-კილომეტრიანი ე.წ. ბუფერული ზონის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, სადაც რუსი და თურქი სამხედროები განთავსდებიან. „ბუფერული ზონის“ მოწყობა 15 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

დემილიტარიზებულ ზონაში მხოლოდ რუსეთისა და თურქეთის პოლიცია დარჩება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას გააკონტროლებს. ამ გეგმით, ანკარის მიზანი სირიაში სტაბილურობისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის დამყარებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები