LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

70

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებს 70-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა მათ შორის ქართველები არ არიან.

ეგეოსის ზღვაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ზიანი მიადგა თურქეთში ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონებს. საბერძნეთის კუნძულ კოსზე კი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე.

მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

პოპულალურები