LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში პაემნების შესახებ გადაცემები აიკრძალა

35

გუშინ თურქეთში საჯარო სამსახურებიდან დაახლოებით 4 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ეს  საჯარო სექტორის „წმენდის“ მორიგი ეტაპი იყო, რაც 2016 წლის ივლისში პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო.

სახელმწიფო გაზეთში Resmi Gazete გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლდა იუსტიციის სამინისტროს 1127 ადამიანი, ათასზე მეტი სამხედრო პირი, სამეცნიერო სფეროს 484 წარმომადგენელი, რელიგიის საკითხებში სამინისტროს 201 წარმომადგენელი და სხვა პირები, სულ 3974 ადამიანი.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც ახალი აკრძალვების საშუალებას იძლევა.

Resmi Gazete-ს იმავე ნომერში გამოქვეყნდა ბრძანება, რომელიც თურქეთში პოპულარულ ტელეშოუს კრძალავს.

„რადიოსა და ტელევიზიაში არ შეიძლება გადიოდეს გადაცემები, სადაც ადამიანებს დაწყვილების მიზნით ერთმანეთს აცნობენ,“– ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები