LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

35

სტამბოლში 36 წლის დავით ალხანაშვილი  მოკლეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას მისი მშობლები და ნათესავები ადასტურებენ, რომლებიც თელავის რაიონის სოფელ შალაურში ცხოვრობენ და სამძიმარს იღებენ. მათი ინფორმაციით, რესტორანში მყოფ ალხანაშვილს უცნობმა პირმა დაურეკა, გარეთ გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დავით ალხანაშვილი, პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან არის, თუმცა მშობლები თელავის სოფელ შალაურში ცხოვრობენ.

ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროდურები უკვე დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები