LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქულმა ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში მუშაობა დაიწყეს

52

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ხუთი ვერტმფრენი ერთდროულად მუშაობს. ამის შესახებ “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, თურქულმა ვერტმფრენებმა ხეობაში მუშაობა უკვე დაიწყეს.

“ამ ეტაპზე ვდილობთ ხანძრის ლოკალიზებას. პროცესში ჩაერთო თურქული მხარეც. სულ ხუთი ვერტმფრენი მუშაობს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის პროცესი”, – განაცხადეს სააგენტოში.

სავარაუდოდ, ვერტმფრენები ღამით მუშაობას კვლავ შეაჩერებენ.

“ასეთი რეკომენდაციაა, რადგან იქ ცოცხალი ძალა მუშაობს, ვერტმფრენიდან კი ტონობით წყალს ასხამენ და შემთხვევით რომ მეხანძრეს დაესხას, ვერც გადარჩება”, – განაცხადეს სააგენტოში “ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები