LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას  22 წლის ახალგაზრდა  ემსხვერპლა

60

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას  22 წლის ახალგაზრდა  ემსხვერპლა. ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბოჭორნაში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები