LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია – გიორგი კვირიკაშვილი

46

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი  კვირიკაშვილის, განცხადებით, თუშეთში სწრაფი ინტერნეტი უკვე არის ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„უკვე რამდენიმე დღეა, რაც თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი გვაქვს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით თუშეთის განვითარების ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად განახორციელა. იმ რეგიონისთვის, რომელიც პრაქტიკულად 7 თვეა,  მოწყვეტილია სახმელეთო გზით ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წვდომა არის ,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, გასული წლის მსგავსად, ვერტმფრენი თუშეთში ზამთარში წელსაც ივლის.

„ზამთრში ყოველ კვირა ვერტმფრენის რეისი დავნიშნეთ, რომელსაც შსს-ს საზღვრის დეპარტამენტი ახორციელებდა. ვფიქრობ, რომ წელსაც აუცილებლად იქნება ვერტმფრენის გამოყენების შესაძლებლობა. დამატებითი სწრაფი ინტერნეტი იქნება მნიშვნელოვანი ინფორმაციის წვდომისთვის და, ასევე, ტურმიზმის კუთხით ადგილობრივი მცირე სასტურმოები შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მათ დაეხმარება მსოფლიო ბუკინგის  სისტემაში ჩასაჯდომად,“ –  განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები