LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალი უნდა გავუსწოროთ იმ მოვლენას, რომ ჩვენ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება- გიორგი მარგველაშვილი

43

სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.  პრეზიდენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როცა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება შეეჯახა სამი ახალგაზრდის მკვლელობას, ის რეაქცია, რომელიც ამას მივეცით, ნათლად გვიჩვენებს, რომ უფრო უნდა გავიაზროთ თოთოეული მოქალაქის როლი, უნდა გავიაზროთ, რა როლს ვთამაშობთ როგორც ერთიანი საზოგადოებრივი სხეულის შექმნის პროცესში. არა მარტო როგორც სამართალდამცავები, როგორც კანონმდებლები და როგორც პოლიტიკოსები, არამედ როგორც საზოგადოების წევრები. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ მოვლენას, რომ ჩვენ სამწუხაროდ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება. საზოგადოება, რომლისთვისაც ძალადობა და ერთმანეთთან ძალადობის ენით საუბარი არის მისაღები და ხშირ შემთხვევაში – მოსაწონი. მხოლოდ მკვლელობა არ არის ძალადობა. შევხედოთ, როგორც ვურთიერთობთ ერთმანეთთან – აგრესიული ადამიანი, რომელიც აგრესიის ფორმით გამოხატავს თავის პოზიციას, აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები