LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავები საწვავის გარეშე – ინოვაციური სტარტაპი

671

ახალი სტარტაპი გვპირდება, რომ ლონდონი–პარიზის მიმართულებით მგზავრებს ელექტრო თვითმფრინავებით გადაადგილებას შესთავაზებენ.

იდეა უკვე არსებობს, თუმცა კომპანია Wright Electric ამბობს, რომ ის 10 წელიწადში განხორციელდება.

ელექტრო თვითმფრინავი 300 მილზე ნაკლებ მანძილზე, 150 მგზავრის გადაყვანას შეძლებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საავიაციო საწვავის ჩანაცვლება თვითმფრინავის ფრენის ხარჯებს მკვეთრად შეამცირებს.

ტექნოლოგიების ათვისებისთვის, ინტერესი ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანია Easyjet–მა გამოხატა.

“Easyjet–ს ჰქონდა დისკუსიები Wright Electric–თან და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პერსპექტივების პრაქტიკაში განხორციელებას”, – განაცხადა BBC–სთან ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

კომპანია ამა ეტაპზე ამერიკელ მეცნიერთან და გამომგონებელთან Chip Yates–თან ერთად მუშაობს, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრო ვერტმფრენი შექმნა.

აღსანიშნავია, რომ Wright Electric–ს იდეის რეალობაში გადმოტანისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება. კომპანია ძირითადად ბატარიის ტექნოლოგიის გაუმჯობესების ტემპს ეყრდნობა. თუ ეს სფერო არ განვითარდა, კომპანია ვერ შეძლებს ელექტრო თვითმფრინავი შექმნას.

 

 

ეს კომპანია ამ იდეით ერთადერთი არაა

Wright Electric–ის კონკურენტი ამ ეტაპზე გიგანტი ავიასფეროში Airbus–ია, რომელიც მისი ორ ადგილიანი ელექტროვერტმფრენის განვითარებაზე მუშაობს. ეს ელექტროვერტმფრენი Airbus–მა 2014 წელს შექმნა, ახლა ის 70–დან 90–მდე მგზავრიანი ელექტრო თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობს.

 

თამთა უთურგაშვილი