LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC კაცხის სვეტზე სტატიას აქვეყნებს: „საქართველოს უშიშარი, რისკიანი პილგრიმობა“

155
6B04A29E-9DAB-4DF8-A589-463A3E46F502

„საქართველოს უშიშარი, რისკიანი პილგრიმობა“, – ამ სათაურით BBC კაცხის სვეტის შესახებ  სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა, სვეტი მართლმადიდებელთა თაყვანისმცემლობის ადგილად იქცა.

„40 მეტრის სიმაღლის კაცხის სვეტის რთულ აღმართზე ბერები გაბედულად ადიან, მიზეზი: ღმერთთან დაახლოება“, – აღნიშნულია სტატიაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, კაცხის სვეტი ყოველთვის წმინდა ადგილი იყო და ოდესღაც უძველესი რელიგიები ნაყოფიერების რიტუალებში იყენებდნენ.

„ეს სვეტი ჭეშმარიტი ჯვრის სიმბოლოა“, –თქვა მამა ილარიონმა. მანამდეც კი, სანამ თავზე ეკლესია იყო, სვეტის ქვემოთ ღმერთების კერპები იპოვეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ბერებმა სვეტზე ცხოვრება მე-10 საუკუნეში დაიწყეს, თუმცა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მიაღწიეს მწვერვალს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკლესიის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალების გადატანაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები