LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში სპეციალისტები ტექნიკურ დოკუმენტაციას სწავლობენ

34

ტყიბულში სპეციალისტები ამ ეტაპზე ტექნიკურ დოკუმენტაციას სწავლობენ, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” ავრცელებს.

„ამ ეტაპზე ვსწავლობთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, მომდევნო ეტაპი კი შემთხვევის ადგილის ინსპექტირება იქნება. წინასწარ ვინმეს ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებთ. ინსპექტირების ოქმი მოკვლევის პროცესის შემდეგ დაიდება,“ – განაცხადა კაკაურიძემ.

ტყიბულში უკვე ჩავიდნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები