LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი გოგონები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს

82

ამ ფოტომ ინტერნეტში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ეს ულამაზესი გოგონები კი ინტერნეტ სივრცის ნამდვილი ვარსკვლავები არიან. ფოტოზე გოგონები 2 ეტაპად არიან გადაღებულები. პირველად ისინი 2 წლის წინ შეიკრიბნენ, როცა სამივე მათგანი სიმსივნის ურთულეს დიაგნოზსს ებრძოდა. ორი წლის თავზე კი მათი შეკრების მიზეზი ბევრად უფრო პოზიტიურია, ამ პატარა ანგელოზებმა ეს ვერაგი დაავადება სამუდამოდ დაამარცხეს.

8 წლის რეან ფრანკლინი, 6 წლის ეშლი პიტერსი და 5 წლის რილი ჰიუი ოკლაჰომაში, ფოტოგრაფების, ლორა სკალნტინგისა და კრისტი გოდგერის ინიციატივით შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ გოგონები უახლოესი მეგობრებიც არიან და სწორედ ამ დაავადებასთან ბრძოლის ურთულეს პროცესში დაახლოვდნენ. ფოტოებს, სადაც გოგონები ერთმანეთს ეხუტებიან და იღიმიან, უამრავი ადამიანის ემოციური კომენტარი მოჰყვა. როგორც ფოტოგრაფები ამბობენ, ეს თბილი ფოტოები ყველა იმ ბავშვისთვის იქნება სტიმულის მომცემი, ვინც ამ დაავადებას ებრძვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები