LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”უნიქარდის” მფლობელები 100-მდე ობიექტში საჩუქრებს მიიღებენ

97

”უნიქარდის” საახალწლო დღეები დაიწყო და ის 9 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 6 კომპანიის 100-მდე ობიექტში მხოლოდ ”უნიქარდის” მფლობელები გაორმაგებულ ქულებს, საახალწლო სუვენირებს საჩუქრად და ფასდაკლებებს მიიღებენ.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საახალწლო დღეები 9 დეკემბრიდან ”ბიბსლუსის” მაღაზიათა ქსელში დაიწყო და 3 დღე გაგრძელდება. ”ბიბლუსის” შემდეგ, 12 დეკემბრიდან ”ვულე ვუ” შესთავაზებს ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ პირობებს. 15 დეკემბრიდან ”უნიქარდის” საახალწლო დღეები 3 დღით სათამაშოების მაღაზიათა ქსელში ”ჭიტაში” გადაინაცვლებს. მომდევნო სამი დღე ”უნიქარდის” მფლობელებს ”ალტაოქეი” წაახალისებს. 21-დან ”უნიქარდის” საახალწლო დღეები ”ედრეს ჯგუფის” მაღაზიებში ”გერი ვებერში”, ”სელიშო”, ”ეტამში” და ”ორსეიში” გაგრძელდება. 24 დეკემბრიდან კი ”უნიქარდის” მფლობელებს ”ბელჰაუსში” გაუკეთებენ განსაკუთრებულ შეთავაზებას.

”საახალწლო განწყობა ჩვენს კატალოგსაც დაეტყო. საახალწლო ნივთების და საჩუქრების ქულებით შეძენა ჩვენს მომხმარებლებს ონლაინ, ან ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ”უნიქარდის” საახალწლო მაღაზიაში შეუძლიათ”, – განმარტეს კომპანიაში.

ცნობისთვის, ”უნიქარდი” უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელიც ქსელში 300-მდე კომპანიის 3000-ზე მეტ სავაჭრო წერტილს აერთიანებს და მილიონ ნახევარ მომხმარებელს ქულების დაგროვებისა და დახარჯვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები