LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსინათლობის გამო დოკუმენტზე ხელი ვერ მომაწერინეს – ესმა გუმბერიძე იუსტიციის სახლს უჩივის [ვიდეო]

23 წლის ესმა გუმბერიძემ შესაძლოა, იუსტიციის სახლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. ესმა უსინათლოა. გუმბერიძე შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და გაერო-ს შშმ პირთა 2006 წლის ადამიანის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციის დაცვის და პოპულარიზაციის მონიტორინგის საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრია.

ესმამ სხვა შშმ ქალებთან ერთად ორგანიზაციის დაფუძნება გადაწყვიტა, რომლის რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლს მიმართა. უწყებაში მას უსინათლობის გამო დოკუმენტზე ხელი არ მოაწერინეს.

იუსტიციის სახლში გაგვიმარტეს, რომ უწყებას ბრაილის პრინტერი აქვს, ესმა კი „ფორტუნას“ უყვება, რომ მაშინ, როცა მან იუსტიციის სახლს ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად მიმართა, ბრაილის პრინტერი ტექნიკურად გაუმართავი იყო, ესმასთვის დოკუმენტის სხვა მხრივ გაცნობა კი ვერ მოხერხდა. ამ პრობლემის გამო, როგორც გუმბერიძე ამბობს, დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.

ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ უსინათლო პირებს საჯარო უწყებებში დოკუმენტების გაცნობასა და ხელმოწერასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. ამის ერთ-ერთი მაგალითი კი ესმა გუმბერიძის შემთხვევაა.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები