LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაა, საქართველო ასეულში შესულა

35

ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. ახალი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში მუდმივი წრუმატებლობის შედეგად, ჩვენი ნაკრების რეიტინგი წლიდან წლამდე უარესდებოდა და 2014 წელს ანტირეკორდსაც მივადექით – საქართველო 125-ე ადგილზე აღმოჩნდა. ცუდად ვიყავით 2009 და 2015 წლებშიც, როდესაც გუნდი ჯერ 124-ე ადგილზე გავიდა, შემდეგ კი 122-ეზე.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ნაკრებს მცირე წინსვლა დაეტყო, 2013 წლის შემდეგ კი საქართველო საუკეთესო ასეულში პირველად მოხვდა.

საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგი 1998 წელს ჰქონდა, როდესაც შესარჩევი ციკლის შემდეგ გუნდი 42-ე ადგილზე აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები