LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას – სანდრა რულოვსი

90

სანდრა რულოვსი საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას აგრძელებს, ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომელიც „ფეისბუქით“ გაავრცელა.

რულოვსის თქმით, პარლამენტში შესვლაზე უარი „უკანონობისა და მნიშვნელოვანი გაყალბებების“ გამო განაცხადა.

„ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ, ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითრებულ მოვლენებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სიტყვა ნათქვამი იმ აუტანელ საარჩევნო გარემოზე, რომელშიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მთლიანად არჩევნები და რამაც განაპირობა ის მცდარი და არარეალური საპარლამენტო შემადგენლობა, რომელიც თავს მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას.

ჩვენ ყველა მხოლოდ ეხლა ვაცნობიერებთ, თუ რა უარყოფითი და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოყვეს ამომრჩევლის ნების დამახინჯებას საქართველოს მომავალი სოციალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის.

ჩემის მხრივ კი მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, გვფარავდეს ღმერთი.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები