LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრჯერ ვყოფილვარ რაჭაში.. მეგობრების და ულამაზესი ბუნების სანახავად.. – სანდრა რულოვსი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

1377
ფორტუნა - 2023-08-12T220215.683

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ყოფილი პირველი ლედი

„ბევრჯერ ვყოფილვარ რაჭაში, ონის რაიონში, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მეგობრების და ულამაზესი ბუნების სანახავად… მაგრამ რაც ამ დღეებში ვნახე და ვიგრძენი პანაშვიდებზე ყოფნისას, ენით აღუწერელი, უმძიმესი და დამანგრეველი განცდაა. ის გამწარებული ოჯახიც მოვინახულე, რომლის ცხრა წევრი სტიქიას ემსხვერპლა. იმედს ვიტოვებ, რომ გმირი მაშველები იმათაც იპოვიან, რომელთა ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია, სადაც და რითაც შემიძლია, ვეხმარები კონკრეტულ ადამიანებს.

ვიზიარებ დაზარალებულთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას“. – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. კვლავ მიმდინარეობს 9 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები.

„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები