LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა

42

ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთს, თორნიკე შალიკაშვილს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძემ აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მტკიცებით, არსებობდა შალიკაშვილის მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება, ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობის საფრთხე. პროკურატურა აცხადებდა, რომ ის 3 სექტემბრის შემდეგ გამოძიებას ემალებოდა.
დაცვის მხარის განცხადებით კი საქმეში არ არის დადასტურებული, რომ თორნიკე შალიკაშვილმა იცოდა მკვლელობის ჩამდენის ვინაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები