LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვამაყობთ შენით: ზაზა, შენ ყველა ქართველი გაახარე…

238

ზაზა ფაჩულიას წარმოუდგენელ წარმატებას ქართველები სოცქსელებშიც გამოეხმაურნენ. ბოლო არ უჩანს მადლობებს და სიამაყის შეგრძნებას. ქართველი კაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა: გუნდურ სახეობებში ეს იმდენად იშვიათია, რომ მართლაც ისტორიული და ღირსშესანიშნავი მოვლენაა.
ჩვენი კაცი, ქართველი კაცი NBA-ის ჩემპიონია! ეს უბრალოდ – სასწაულია!
ნაწილი იმისა, თუ რას წერენ ჩვენი თანამემამულეები ფაჩულიას წარმატებაზე.

ულოცავ ზაზას, ჩემპიონობას. Nothing is easy. მართლა დაიმსახურა თავისი შრომით და თავდადებული თამაშით. დაეხმარა გოლდენსტეიტს მთელი სეზონი, ფინალის ჩათვლით;

ევროპის ჩემპიონატისთვის დურანტის ნატურალიზაციაც მოგვიხოდე ზაზუშ;

ზაზა გილოცავთ, შენ ყველა ქართველი გაახარე შენი ჩემპიონობით, დღეს ყველა ქართველს თითზე საჩემპიონო ბეჭედი გვიკეთია;

ზაზუშ გილოცავთ მე და გოდე, დათოს ძინავს მარა ისიც გილოცავს, იმენა გაგვახარე, გრინს წამოარტყი ერთი თავზე;

ეს ჩემი ქვეყნის შვილია – ნამდვილად საამაყო ქართველი…

ვულოცავ ზაზას და მთელს საქართველოს. წარმატებები;

გილოცავ ზაზა, ისე გამიხარდა ვერ გადმოვცემ, უმაგრესი ბიჭი ხარ;

გილოცავ ზაზა, სულ ასე წარმატებული ყოფილიყავი, შენ გააბედნიერე არა მარტო შენი თავი, შენი ოჯახი, სამშობლოოოოო, ბედნიერი იყავი მუდამ!

გილოცავ ზაზა! შენი ცხოვრებით, შენი შრომით და შენი კარგი ადამიანობით დაიმსახურე ეს ჯილდო! ეგ ერთი და სხვა მრავალი ჩვენო კაპიტანო 🙂 დიდი მადლობა ყველაფრისთვის;

ზაზა გილოცავ! უდიდესი წარმატებაა!!! ახლა ევროპის ჩემპიონობა უნდა იზეიმო!!!

ზაზა ადრეც მოგწერე და ახლაც გეუბნები: ყველას გვჯეროდა შენი, შენ ეს შეძელი, ძალიან გაგვახარე მადლობა შენ ამისთვის;

ყველაზე მაგარი ქართველი! გილოცავ ზაზა ეს ერთი და სხვა მრავალი… ვულოცავ მთელ საქართველოს. ევრობასკეტზე ჩემპიონობა მომელოცოს!!!

გვეამაყები კაპიტანო, ჩემი ქვეყნის სახე ხარ და დიდი მადლობა. ვამაყობთ შენით;

ისტორია დაიწერა – ქართველი NBA-ს ჩემპიონია!!! ☝ვულოცავ საქართველოს ამ გამარჯვებას!!! მადლობა,ზაზა!!!

ღმერთმა დაგლოცოს და ისე გაგახაროს, როგორც შენ ახარებ სამშობლოს შენი ვაჟკაცობით და ღირსებით!

ზაზა გილოცავ! იხარე ისე, როგორც ჩვენ გაგვახარე შენი კარგი თამაშით! მთელ საქართველოს ვულოცავ ზაზას ამ წარმატებას!

საამაყო ქართველები, ღმერთმა გვიმრავლოს, სიხარულის ცრემლებით ვტირივარ, გენაცვალეთოო.

გილოცავთ ზაზა! გისურვებთ კიდევ უფრო მეტს წარმატებას და წინსვლას, ქართველი ხალხი გახარებული ვართ;

გილოცავ ჩემო ქართველო. წარმატებები და ღვთის წყალობა არ მოგშლოდეს;

გილოცავ ზაზა და სრულიად საქართველოვ. ეს დიდი საქმეა და კიდევ ერთი კარგი შანსი ქვეყნის წარმოჩენის. ეს კაცი უკვე ლეგენდაა;

შენ გაიხარე ზაზა, როგორც ჩვენ გაგვახარე ქართველები!

მაგარი ქართველი და საამაყო შვილი ხარ ჩვენი ქვეყნის.

ღმერთმა სულ გამარჯვებით გატაროს მუდამ. გამრავლდი და გაიხარე…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები