LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძის პირველი მიმართვა ამომრჩეველს :ვეუბნებით “არას” კორუმპირებულ მთავრობას, მონურად მორჩილ პარლამენტს, უსამართლო სასამართლოს

46

“მინდა, გულწრფელი გულისტკივილი გამოვხატო 4 დაღუპული მაღაროელის გამო. აღარ გათავდა საქართველოში ეს უბედურება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთად დავამთავრებთ ქართველების გენოციდს,” – გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა საკუთარი გამოსვლა ოფიციალურად წარდგენის შემდეგ სამძიმრით დაიწყო. მან მწუხარება გამოთქვა მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით.

გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ოპოზიციურ პარტიებს მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვის.გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ უმთავრესი არის ის, რომ გაქრეს შიში არასტანდარტული ნაბიჯების მიმართ და დასრულდეს პასიური მდგომარეობა.

მან სამართლიანობის საერთო პრინციპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.

„კატეგორიულად ვეუბნებით “არას” კორუმპირებულ მთავრობას, მონურად მორჩილ პარლამენტს, უსამართლო სასამართლოს და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქართული ოჯახი ვერ იპოვის მართლმსაჯულებას. ყველა ჩვენი საქმეა, გირგვლიანის ოჯახი იქნება თუ სარალიძის, ეს მთლიანად ქართული საქმე არის. ნუ დაველოდებით იმას, სანამ ეს ჩვენს შვილებს შეეხება და და ყველა, ვინც ამაში დამნაშავე არის, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა ციხეში,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსნებთ,  “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გრიგოლ ვაშაძე სამოქალაქო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია”  დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები