LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენახებში გაშენებული საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო- Akhasheni Wine Resort იხსნება

616

კიდევ ერთი სიახლე ღვინის ტურიზმის განვითარებაში- Akhasheni Wine Resort გახსნისთვის ემზადება. სასტუმრო გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში KTW ჯგუფმა ააშენა. ამ ეტაპზე სასტუმროში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ობიექტის გახსნა დაგეგმილია 2018 წლის მარტის თვეში.

როგორც ”ფორტუნას” KTW ჯგუფში განუცხადეს, ვენახებში გაშენებული საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო აერთიანებს 41 კომფორტულ ნომერს, ხედით კავკასიონზე, რომელიც ოთხივე სეზონზე საოცრად მომხიბლავია. აღსანიშნავია ოთახების სპეციფიკა – 41 ნომრიდან, 2 ნომერი გათვლილია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. ზოგადად, სასტუმრო სრულიად ადამპტირებულია შშმ პირთა საჭიროებაზე. სასტუმრო მოიცავს: საკონფერენციო დარბაზს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, ვენახებსა და ღვინის მარანს. გარდა ამისა, Akhasheni Wine Resort აღჭურვილია თბო-ენერგო სისტემით, რომელიც მორგებულია ყველა თანამედროვე სტანდარტზე, მათ შორის აქვს აალების საწინააღმდეგო სისტემა. ამასთან, სასტუმროში იქნება 3 აუზი, აქედან 1 – მოზრდილთათვის, 1 – ბავშვებისათვის, 1-დეკორატიული.

,,Akhasheni Wine Resort – იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უნდა, განიტვირთოს, ეზიაროს და შეიცნოს ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ტრადიცია კახეთის გულში”, – აღნიშნავენ KTW ჯუგფში.

ცნობისთვის, სასტუმრო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 7 500 000 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები