LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია კახეთში მოსახლეობას დაასახლებს და დაასაქმებს

199
სიღნაღი

კახეთის რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების მიზნით, KTW ჯგუფი ახალი ინიციატივით გამოდის. პროექტი მდინარე იორის მიმდებარე რაიონებში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლის წყაროში აუთვისებელი მიწების გამოყენებას და ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენებას ითვალისწინებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარებაც მოჰყვება. ამ ადგილებში იძულებით გადაადგილებული და სახელმწიფოსგან საცხოვრებლის მომლოდინე პირები დასახლდებიან. ინიციატივის ფარგლებში, KTW ჯგუფი აქ დასახლებულებს კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაში ჩართვას და მუდმივ სამსახურს სთავაზობს.

კერძოდ, ივრისპირა რაიონებში KTW ჯგუფმა უკვე დაიწყო ზეთისხლის კულტურის, თხილისა და ვენახის გაშენება. „მიმდინარე სამუშაოებში ამ ეტაპზე 150-200 ადამიანია ჩართული, შემოდგომიდან კი გვსურს მათი რიცხვი 500-1000-მდე გაიზარდოს. ჩვენ მზად ვართ, რომ სახელმწიფოსთან დიალოგისა და მათგან მზაობის გამოხატვის შემდეგ, იმ ადამიანების დასაქმებაზე ვიზრუნოთ, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დასახლდებიან“ – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, საკითხი კომპლექსურია და საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, მათთვის საცხოვრებლის შექმნას და აუთვისებელი მიწების გამოყენებას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები