LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით – კახა კალაძე

23

“ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით,“ – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

„მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცესკოს, რომელიც დათვლის ხმებს და შესაბამისად, ოფიციალურად გამოცხადდება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ედისონ რისერჩის” მონაცემებით, პირველ ადგილზეა 54%-ით “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატი, “ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები