LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეომასალაში მაღაზიაში გადაადგილებისა და მობილური ტელეფონების ყიდვის კადრებია ასახული – უხუცესი

35

პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის ობიექტურ და დროულ გამოძიებას ითხოვენ.

უხუცესთა კავშირის თავმჯდომარის, ზელიმხან წუწაშვილის, განცხადებით, ის იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ შეხვედრაზე და შეხვედრზე ნაჩვენებ ვიდეომასალაში მხოლოდ ახალგაზრდების მაღაზიაში გადაადგილებისა და მობილური ტელეფონების ყიდვის კადრებია ასახული.

რაც შეეხება აუდიოფაილს, სადაც, სავარაუდოდ, სხვადასხვა ობიექტის აფეთქებებზე იყოს საუბარი, წუწაშვილის განცხადებით, ფაილიდან ხმა არ ისმოდა, რის გამოც დასკვნის გაკეთება რთულია.

რამდენიმე დღის წინ უხუცესებმა სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს, სადაც მათი ერთ- ერთი მთავარი მოთხოვნა საქმის ობიექტური გამოძიებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები