LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეცვლის გიორგი ბარათაშვილს-ყანდიაშვილი, ზაუტაშვილი, ხაინდრავა, მაღლაფერიძე

143

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს. გიორგი ბარათაშვილმა თქვა, რომ უკვე დიდი ხანია, წასვლაზე ფიქრობს.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით,  უკვე სახელდებიან ის პირები, ვინც შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებლით დაინტერესდნენ – კოკა ყანდიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გოგა ხაინდრავა, ნინო ზაუტაშვილი, კობა ბექაური და ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.

ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გიორგი ბარათაშვილის ტელევიზიიდან წასვლის შესახებ კოკა ყანდიაშვილმა “პრაიმტაიმისგან” გაიგო, ამ ეტაპზე მას კონკრეტული პასუხი არ აქვს: “გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შემდეგ მივიღებ”, –განაცხადა ყანდიაშვილმა.

მისგან განსხვავებით, ნინო ზაუტაშვილი კონკურსით დაინტერესებულია: “დიახ, კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ”, – აღნიშნა მან.

პოპულალურები