LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუკი რამე გამახსენდება სიკვდილის წინ ალბათ, აფხაზეთი – წვიმის ხმაური ჭერზე, რომლის ფონზეც ისე ტკბილად მეძინებოდა…“ – ნინო ზაუტაშვილის ემოციური ინტერვიუ აფხაზეთზე

157
ნინო ზაუტაშვილი

ცნობილი ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი პროექტში „მიამბე აფხაზეთზე“ საუბრობს თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადავდგათ. მსახიობი ემოციურად საუბრობს კადრებად შემორჩენილ კინდღზე.

„აფხაზეთში დავიბადე. ბებიამ იყიდა მიწა და ბებიამ, მამიდან და მამამ ერთად ააშენეს სახლი. ეს იყო სახლი, რომელიც იმხელა ურთიერთობებზე, სიყვარულზე და ბედნიერებაზე იყო დამყარებული, რომ არასოდეს ეს ემოცია ჩემგან არ გავა. მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მე დავიბადე აფხაზეთში, გავიზარდე აფხაზეთში. პარალელურად თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ, ჩემთვის ზაფხულის და გაზაფხულის არდადეგები პირდაპირ იყო კინდღი. არც განიხილებოდა, რომ სხვაგან წავიდოდით, ან მარშრუტს შევცვლიდით.

როცა ამბობენ რა არის შენთვის აფხაზეთი? – ვპასუხობ, რომ აფხაზეთი ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერია. იმხელა ნაწილია ჩემი ცხოვრების, რომ არასოდეს არ ამოიწურება, არ დამთავრდება. არ არსებობს მე დამავიწყდეს. თუ კი რამე მაქვს დღეს კარგი, როგორც ადამიანს ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია აფხაზეთთან.

თუკი რამე გამახსენდება სიკვდილის წინ, ალბათ აფხაზეთი. გამახსენდება წვიმის ხმაური ჭერზე, რომლის ფონზეც ისე ტკბილად მეძინებოდა… უცებ წამოვიდოდა სასწაული წვიმა, უცებვე გადაიღებდა და კაშკაშა მზე გამოვიდოდა“, – აცხადებს ნინო ზაუტაშვილი.

იხილეთ ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები