LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი ქალთა დღეს მამაკაცის სამოსით გამოჩნდა (ფოტო)

117

ვიქტორია ბექჰემმა ქალთა დღე სამუშაო გარემოში აღნიშნა. 43 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა ლონდონის ქუჩებში მაშინ გადაიღეს, როცა ის საკუთარი მაღაზიის მოსანახულებლად მიდიოდა. მომღერალი და დიზაინერი იასამნისფერ პიჯაკსა და ამავე ფერის შარვალში იყო გამოწყობილი, რომელიც ღია სალათისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. საინტერესოა, რომ სამოსი ვიქტორიამ სახელობითი კოლექციიდან შეარჩია, თუმცა არა ქალის, არამედ მამაკაცის ხაზიდან. ამის მიუხედავად Spice Girls-ის ვოკალისტი ელეგანტური და დახვეწილი ჩანდა.

მოგვიანებით ვიქტორიამ „ინსტაგრაზე“ მარკეტინგის სპეციალისტთან, ნიკოლა მენდელსონთან გადაღებული ფოტოც გააზიარა და მას მაღაზიაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები