LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემის „ქეჟუალ“ სტილი დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ (ფოტო)

591

მას შემდეგ, რაც ვიქტორია ბექჰემი ოფიციალურად დათანხმდა Spice Girls-ის შემადგენლობაში დაბრუნებას, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. მუსიკოსისა და დიზაინერის ყოველ გამოჩენას პაპარაცები განსაკუთრებულად ელოდებიან. ცნობილია, რომ Spice Girls-ის მსოფლიო ტურნეს თარიღი მალე გახდება ცნობილი, ასევე გაირკვევა, როდის დაიწყებენ გოგონები მუშაობას ახალ სინგლზე. იქამდე კი ცნობილი დიზაინერი დროს უქმად არ ხარჯავს. ის ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც აქტიურადაა ჩართული საკუთარი სამოდელო სახლის მუშაობაში.

ვიქტორია ბექჰემი პაპარაცებმა სწორედ ნიუ-იორკში დააფიქსირეს, სადაც ის სამუშაო დღის შემდეგ სახლისკენ მიიჩქაროდა. რაც შეეხება მის ყოველდღიურ ლუქს, ის პლისე ატლასის ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი, რომელიც ყავისფერი ფერის ნაქსოვ სვიტერთან და ამავე ფერის მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს ბორდოსფერი ტყავის ჩანთა და მზის სათვალე ასრულებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები