LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა ინდაურის ფორმა მოირგო (ფოტო)

253

ვიქტორია ბექჰემმა მადლიერების დღე ორიგინალური ფორმით აღნიშნა. ცნობილი მომღერალი და დიზაინერი ინდაურის ფორმაში გამოეწყო და ფოტო სოციალურ ქსელში თავად გააზიარა. ფოტოდან ჩანს, რომ Spice Girls-ის ყოფილმა ვოკალისტმა ფოტოშოპი გამოიყენა, რომლის დახმარებითაც ფრთები მოირგო და სტატუსს მისალოცი ტექსტიც დაურთო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია ჯგუფ Spice Girls-ის აღდგენის შესახებ. ინსაიდერები აცხადებენ, რომ ვიქტორია ბექჰემმა ჯგუფში დაბრუნებაზე თანხმობა უკვე განაცხადა, თუმცა თავად ბექჰემს ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები