LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა ურთიერთობის შენარჩუნებაზე გულწრფელად ისაუბრა

51

ვიქტორია ბექჰემი ბრიტანული Elle-ის ახალი ნომრის მთავარი გმირია. ფოტოსესიის გარდა, ცნობილმა ქალბატონმა გამოცემას ინტერვიუც მისცა და პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა. დიზაინერის თქმით, გადატვირთული გრაფიკი ურთიერთობაში ბევრ პრობლემას ქმნის, თუმცა ის ოჯახის დანგრევის მიზეზი არ არის, რადგან ისიც და დევიდიც ცდილობენ, პრიორიტეტები სწორად გადაანაწილონ.

მისი თქმით, ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის კარიერას, თუმცა ერთმანეთთან საურთიერთობოდ დროს მუდმივად ნახულობენ.

შეგახსენებთ, რომ წელს წყვილი ერთად ყოფნის 20 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ დროის განმავლობაში დევიდს და ვიქტორიას ოთხი შვილი შეძინათ – სამი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები