LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის უხდიან ყველაზე მეტს და რამდენს

90

ლუის ენრიკე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია ევროპაში, მეორე ადგილზე ხოსეპ გვარდიოლაა. ასე წერს ფრანგული „ეკიპი“.

”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის შემოსავალი თვეში 1,56 მლნ ევროა, მეორე ადგილზე მყოფი გვარდიოლა თვეში 1,48 მლნ ევროს იღებს. ტოპ სამეულს მეორე მანჩესტერული გიგანტის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ასრულებს. პორტუგალიელი სპეციალისტის ყოველთვიური ანაზღაურება 1,36 მლნ ევროს შეადგენს.

მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თვეში 449 ათასი ევროთი მეცხრე ადგილი დაიკავა.

 

ლუის ენრიკე ”ბარსელონას” 2014 წლის მაისიდან წვრთნის.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 148 ჩატარებული მატჩიდან 114 მოიგო და მხოლოდ 16-ჯერ დამარცხდა.

გვარდიოლა და მოურინიო ”სიტისა” და ”იუნაიტედს” 2016-17 წლების სეზონის დასაწყისიდან ხელმძღვანელობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები