LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლმა“ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომა მიულოცა

93

„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. „სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას პალიტრა L-იც შეუერთდა და მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.

მკურნალობის ქვეშმყოფ 30-მდე ბავშვებისათვის  ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები დაამზადა სოციალურმა საწარმომ „კოდალა“.  სააღდგომო ტკბილეული ბავშვებს „სმარტის“ ციყვმა გადასცა და ერთობლივი საჩუქრებით ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნა.

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები