LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vivutrade.ge – პირველი ონლაინ-აუქციონი უფასო ბიდებით

405

ქართულ ინტერნეტ სივრცეში პირველი ონლაინ-აუქციონი გამოჩნდა, სადაც ვაჭრობა უფასო ბიდებით ხორციელდება. Vivutrade.ge უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს და მისი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად საინტერესო და ორიგინალური სავაჭრო გარემოს შექმნაა.

როგორც „ფორტუნას“ ონლაინ-აუქციონის დამფუძნებელმა, ბაჩო რობიტაშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროექტის ანალოგი არ არსებობს.

„ეს არის სრულიად ინოვაციური პროექტი ქართულ ონლაინ-სივრცეში. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აუქციონში მონაწილეობით მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქტი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კომპანიამ გაითვალისწინა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გააჩნდა ბიდების გაყიდვის გზით აუქციონის ჩატარებას. შედეგად, პირველად, მსგავსი ტიპის აუქციონების პრაქტიკაში, შემოღებულ იქნა გაცილებით დახვეწილი და მიმზიდველი, უფასო ბიდების სისტემა. ბიდების დაგროვება შესაძლებელია ვებ-გვერდზე განთავსებული რეკლამების ნახვის მეშვეობით. ამ სიახლის დანერგვით, ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც არამარტო ათავსებს რეკლამას, არამედ ზრუნავს იმაზე, რომ უამრავმა ადამიანმა ნახოს ისინი. ჩვენს ვებ-გვერდზე არსებულ სარეკლამო ბლოკებში განთავსებულ ვიდეორგოლებს, დღის განმავლობაში, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლით, 5-7-ჯერ ნახულობს ერთი მომხმარებელი,“ – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ეს სრულიად ინოვაციური პროექტი ერთის მხრივ ძალზე საინტერესოა მოსახლეობისთვის, რომელსაც ეძლევა საშუალება მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია, მეორეს მხრივ კი – ბიზნესისთვის, რომელთა მხრიდან რეკლამაში გადახდილი თანხა იხარჯება ფაქტობრივად იმაში, რომ მოსახლეობამ რეგულარულად ათვალიეროს ეს რეკლამები.

”ასევე მნიშვნელოვანია სიახლეა ის, რომ ჩვენთან არ არსებობს ე.წ კარგი და ცუდი ადგილები რეკლამის განსათავსებლად, პირობები კი სხვა ნებისმიერ კომპანიასთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომია. ასე რომ, მსურველთათვის გვაქვს ძალზე საინტერესო შეთავაზებები,“ – განაცხადა ბაჩო რობიტაშვილმა.

როგორც ვებ-გვერდის დამფუძნებელმა აღნიშნა, დაინტერესება ონლაინ-აუქციონის მიმართ საკმაოდ დიდია და მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები