LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი ბავშვს : “რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება”

82

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დაჯილდოების ცერემონიალზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად სცენაზე აიყვანეს ბავშვი, რომელმაც პუტინი გეოგრაფიის ცოდნით გააოცა. რუსეთის პრეზიდენტმა მას ჰკითხა, რა ჰქვია ქვეყანას, რომლის დედაქალაქია უაგადუგუ. ბიჭმა პასუხი პრეზიდენტს სწრაფად გასცა.

პრეზიდენტთან ერთად მდგარმა კიდევ ერთმა ბავშვმა აღნიშნა, რომ იცის ყველა საზღვარი, კონტურები, ქვეყნები და დედაქალაქები. ამის შემდეგ კი პუტინმა მას ჰკითხა, სად სრულდებოდა რუსეთის საზღვარი, ბავშვმა უპასუხა, რომ საზღვარი ბერინგის სრუტეზე გადიოდა.

„რუსეთის საზღვრები არსად სრულდება,“ – უპასუხა მას ვლადიმერ პუტინმა.

https://www.youtube.com/watch?v=q9ObEOUNGI8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები