LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვთხოვ პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს – პრემიერი

40

“ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, კოორდინაციას მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს.

“ასევე მინდა, ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

“საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარვდგებით პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად,” – განაცხადა პრემიერმა.

მან გუნდის იმ წევრებს, რომელთაც ცვლილებები შეეხო გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კვლავაც გუნდში რჩებიან.

“რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, რატომ არის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება.

“ამავე დროს, ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, არა რადიკალურად, არამედ ევოლუციურად განვახორციელოთ.

“თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი. დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები