LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაეთრიე ჟოზე: ვიქირაოთ თვითმფრინავი და გავაგდოთ მოურინიო

102

”მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები აპირებენ ფული შეაგროვონ თვითმფრინავისთვის, რომელიც ”ოლდ ტრაფორდს” გადაუფრენს ბანერით: მოურინიო წაეთრიე.

ქომაგების ფულის შეგროვება მსგავსი აქციისთვის იმან გამოიწვია, რომ ინგლისის პრემიერლიგაში ჟოზეს გუნდი 10 მატჩის შემდეგ მერვე ადგილზეა.

თვითმფრინავის ქირაობა ფანებმა უკვე მომდევნო საშინაო მატჩისთვის უნდა მოასწრონ.

”მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი ფულადი შემოწირულობისთვის” – ნათქვამია ფანების ტვიტერზე.

პრემიერლიგის ბოლო ტურში ისედაც ცუდი შედეგების მქონე ”მანჩესტერმა” შინ ”ბარნლის” ვერ მოუგო (0:0).

ორი წლის წინ ”იუნაიტედის” გულშემატკივრებმა მსგავსი აქცია მოუწყვეს დევიდ მოიესს, რომელიც მალევე გააგდეს გუნდიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები