LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაღვერში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

70

წაღვერში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ცეცხლის ქრობის პროცესში ოთხი ვერტმფრენია ჩართული. აქედან ერთი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და ორი თურქული.

„ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება და კიდევ უფრო შემცირებულია დაკვამლიანების დონე,“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლის დროული ლიკვიდირების მიზნით, შსს-ს 550-მდე თანამშრომელი და უშუალოდ ხანძრის კერებთან შეყვანილი ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. დილიდან, ფრენა განაახლა 4-მა ერთეულმა საჰაერო ტექნიკამაც. ცოცხალ ძალასთან ერთად, ხანძრის კერებზე წყლის დასხმას საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი ახორციელებს.

სტიქიას რეგიონში უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. სამაშველო ოპერაციაში მეხანძრეებთან ერთად აქტიურად მუშაობენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

წაღვერის ტყეში მძიმე ტექნიკისთვის გაჭრილია 6-კილომეტრიანი გზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები