LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი და ერთობლივად ვუმკლავდებით – თემურ მღებრიშვილი

84
Untitled design (3)

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის გავრცელების ზოგიერთ სექტორში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და პოზიციის შენარჩუნება მიმდინარეობს.

ამის შესახებ მედიასთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა:

„ხანძრის სალოკალიზაციო – სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები.

ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს, სადაც აქტიურად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. არის კონკრეტული ძველი კერები, რომლებზეც მოხდა ლიკვიდაცია და ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო გვაქვს ახალი ცხელი კერებიც.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი, ეს არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასე ერთობლივად ვუმკლავდებით“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.