LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს ახალი 10 კმ-იანი გზა დააკავშირებს

81

წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ.

10 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაციას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი,  სექტემბერში დაასრულებს.  საავტომობილო გზის მონაკვეთზე  ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები.

სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად გაეცნო. მათი თქმით, ამ გზაზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად კი სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას.

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.

პოპულალურები