LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წავედი სახლში, მხოლოდ სახლში – დროებით!” – ქეთი ბრაჭული “იმედიდან” წასვლაზე

764

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ქეთი ბრაჭული არხიდან წასვლის მიზეზებზე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე საუბრობს:

“დავტოვე ტელეკომპანია იმედი, არხი, სადაც უკანასკნელი რვა წელი გავატარე. წავედი სახლში, მხოლოდ სახლში – დროებით!!!!

ბევრ კარგ ამბავს ველი ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. ძალიან მამხნევებს თქვენი ყურადღება.

მინდა ჩემ კოლეეგებს წარმატებები ვუსურვო, მათ შორის, წარმატეტებს ვისურვებ იმ ადამიანებს ვინც ჩემი ამ ნაბიჯიდან “ვერაფერიც” ვერ გაიგო, არაუჭირს. იმედისგან გამოვიყოლე ძალიან ბევრი მოგონება, გამოცდილება და საკმარისზე მეტი კარგი ადამიანი! რაცმთავარია ჩემი მეგობრები წარმატებას ვუსურვებ იმედის კვირას, სადაც ძალიან კარგი ადამინები და პროფესიონალები მუშაობენ.”

“იმედის” მფლობელების საგანგებო მიმართვის შემდეგ, ტელეკომპანია დატოვა ჟურნალისტმა მართა არდაშელიამ. 

“იმედმა” საგანგებო განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა არ დაუშვან სახელისუფლებო კანდიდატის მარცხი და ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები